„იმ კაცს, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი ვერ დავუვიწყებ იმ უდიდეს სიკეთეს, რაც მან საქართველოს გაუკეთა!“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ვინმეს აინტერესებს ასეა - მე პოლიტიკოსობა თავის დროზე არ დამიპირებია და ახლა (60 წელს მივაღწიე და მაშინ? - არავითარ შემთხვევაში)!
ანუ ელემენტარულად, მე ვერ ვიქნები ვერავითარ შემთხვევაში უმადური! ანუ იმ კაცს, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი ვერ დავუვიწყებ იმ უდიდეს სიკეთეს, რაც მან საქართველოს გაუკეთა!
ანუ, მან საქართველო გადაარჩინა განადგურებას! და ინარჩუნებს უკვდავ ტრიადას: "მამული, ენა, სარწმუნოებას"!
ახლა წიკვინებს ზოგიერთი მიშას, მაინც დავამარცხებდითო?!
ვერ დაამარცხეთ ბ-ნ ბიძინას პოლიტიკასი მოსვლამდე. ვინ გიშლიდათ ხელს?!
თუ დამარცხდებოდა ის საშინელი რეჟიმი და ეს იქნებოდა უდიდესი სისხლისა და მსხვერპლის ფასად!
და თუ დამარცხდებოდა ის საშინელი, ქართველთყლაპია რეჟიმი, ეს იქნებოდა მხოლოდ უდიდესი სისხლისა და მსხვერპლის ფასად!
სადისტების დამარცხება მშვიდობიანად შეეძლო მხოლოდ ივანიშვილს და მან ეს გააკეთა!
ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილის მტერს აღვიქვამ საქართველოს მტრად!
აი ესაა მთელი ჩემი ფილოსოფია! ვისაც არ გაკმაყოფილებთ, დაკმაყოფილდით!
ვინც გაბრაზდით, ცივი წყალი დალიეთ! ვინც გახურდით, ცივი აბაზანა მიიღეთ!“, - წერს გვენეტაძე.