საპენსიო ფონდში შენატანების დაგროვების დაწყებიდან (2019 წლის 1 იანვრიდან) დღემდე მონაწილეების დანაზოგების ღირებულება (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) 24.3%-ით გაიზარდა. იმ დროს, როდესაც ამ პერიოდზე ინფლაციამ 18.5%, ხოლო ლარის გაუფასურებმ 17.8% შეადგინა.
შესაბამისად, მონაწილეების დანაზოგების ღირებულების წლიური საშუალო ზრდა (საპენსიო შენატანების გამორიცხვით) იყო 9.1%, იმ დროს, როდესაც ლარის საშუალო წლიური გაუფასურება იყო 6.8%, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 7.2%.
საპენსიო ფონდის მიმდინარე წლიური ეფექტური შემოსავლიანობა 11.1%-ია, ამასთან მიმდინარე წლიური ინფლაცია 7.7%-ია.