logo_geo
eng_logo
„ვიკილიქსი“ თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სკანდალური დოკუმენტების გასაჯაროვებას აანონსებს
- +

20 ივლისი. 2016. 02:04



საიტი „ვიკილიქსი" თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სკანდალური დოკუმენტების გასაჯაროვებას აანონსებს. როგორც „ვიკილიქსის" „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, უახლოეს დღეებში 100 ათასზე მეტი ჩანაწერი გამოქვეყნდება.


მზად იყავით ბრძოლისთვის, როდესაც ჩვენ 100 ათასზე მეტ დოკუმენტს გამოვაქვეყნებთ თურქეთის მაღალჩინოსნების შესახებ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.



შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი პირები დაიღუპნენ.

 

 

 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner