logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ძაბავს ვითარებას, ცდილობს საარჩევნოდ ტემპერატურა აწიოს
- +

20 ივლისი. 2016. 02:16


„მიხეილ სააკაშვილი აპრიორი ძაბავს ვითარებას და ცდილობს, რომ საქართველოში წინასაარცევნოდ ტემპერატურა აწიოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია გადაცემა "არჩევანში."


 თუ ჩვენ განაწყენებულები ვართ პოლიტიკოსებზე, ისინი არ მოგვწონს, არ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, - ამ თვალსაზრისით თუ არ წავალთ არჩევნებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე ბნელ და მიუღებელ ძალას ვაძლევთ ხმას. თუ გადაწყვეტთ, რომ არ წახვიდეთ არჩვნებზე, აიღეთ ბიულეტენი, შეხედეთ და ყველაზე მეტად ვინც არ მოგეწონებათ, ჩათვალეთ, რომ იმათ აძლევთ ხმას.

 

არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ძალიან ბევრი რამ. მათ შორის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს საარჩევნო პროცესის სტაბილურობა, იმიტომ, რომ ვერც კორცხელი და ვერც ვერაფერი მოხდება, თუ იქნება საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის რიგები.

 

ჩვენ ვხედავთ ბევრ პრობლემას და ეს არ არის მარტო კორცხელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ძალიან აქტიურად საქართველოში მისი დაბრუნების საკითხი შემოაქვსრას ნიშნავს ეს? როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია და საუბრობს დაბრუნებაზე, ეს ნიშნავს, რომ ის დაბრუნდება თუ არ დაბრუნდება, ის აპრიორი ძაბავს ვითარებას და ცდილობს, რომ საარჩევნოდ ტემპერატურა აწიოსჩვენ ბევრ რამეს ვნახავთ ამის მსგავსს, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, მათ შორის თუ კორცხელი არ იქნა გამოძიებული, მათ შორის ასეთ განცხადებებს, რომლებშიც საუბარია ფაქტიურად სიტუაციის დაძაბვაზე და ამისი გადამწყვეტი არც ერთი პოლიტიკოსი არაა.

ამ ყველაფრის გადამწყვეტი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 8 ოქტომბერს გამოვლენ სახლებიდან და ვინმე პოლიტიკოსს კი არ აჩუქებენ თავის ხმას, არამედ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული. მე მჯერა, რომ ამას ჩვენ ყველა ერთად გავაკეთებთ. როდესაც ვუყურებ საარჩევნო ბიულეტენს, მეც მჭირდება დაფიქრება, ვის მივცე ხმა, მაგრამ იმის 100 პროცენტიან გარანტიას გაძლევთ, რომ საარჩევნო უბანში ვიქნები ყველა ჩემს ახლობელთან ერთად და დავაფიქსირებ საქართველოს დემოკრატიულ მომავალს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner