„ახალ გუნდზე არ ვისაუბრებ. მომწონს პრინციპი, რომ არის ბევრი ქალბატონი."- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა „არჩევანში" განაცხადა.
„ მე 2015 წელი ქალთა წლად გამოვაცხადე და ძალიან ვცდილობდი პარლამენტში გასულიყო კანონი კვოტირების თაობაზე. ეს არ მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს "ქართული ოცნება" ამას ითვალისწინებს და ეს არის ჩადებული ამ გუნდის მესიჯში, რასაც მივესალმები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაა.
„იმედი მაქვს, რომ ის უფრო ძლიერ პოლიტიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, უფრო მეტი ღირებულებითი თემა იქნება, დახვეწილი საარჩევნო პროგრამა ექნება და ვინ იქნება კოალიციის წევრი, ეს ნაკლებად მაღელვებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.