logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: 2008 წელს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა მანდატები დაწვეს, თუმცა სადეპუტატო პრივილეგიებით ისარგებლეს
- +

30 ივნისი. 2021. 16:09

 

 

„მახსოვს, 2008 წელს, როცა რუსთაველის გამზირზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა მანდატები დაჭრეს, შემდეგ ვითომდა განცხადებები შეიტანეს პარლამენტის კანცელარიაში, იღებდნენ ხელფასებს, ქირაობდნენ პარლამენტის ბიუჯეტიდან ბინებს, აიღეს დიპლომატიური პასპორტები“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა გიორგი ცაგარეშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრები ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობდნენ პარლამენტში მოუსვლელად, რაც საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს კანონით, კონსტიტუციით და რეგლამენტით მინიჭებული, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

მისი თქმით, „ლეიბორისტებს“ თავისი ზნე არც ახლა შეუცვლიათ.

 

 „მართებული გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყდა. არ შეიძლება შენ ლანძღო, აგინო, გათათხო საქართველოს პარლამენტი, ფეხქვეშ გაიგდო კანონი და კონსტიტუცია, არ იარო საპარლამენტო დარბაზში და შენი კოლეგების ხარჯზე, ფაქტობრივად მათ ზურგზე შემოსკუპებული, მიიღო ჯამაგირი, მიიღო ყველა პრივილეგია და სულში ჩააფურთხო პირველ რიგში შენს ამომრჩევლებს. ესაა წარმოუდგენელი და მიუღებელი“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

პარტია „მოქალაქეების“ ინფორმაციით, 2008 წლიდან დღემდე „ლეიბორისტულ პარტიას“ ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი აქვს მიღებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner