logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდი
- +

20 ივლისი. 2016. 10:32


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიის მიერ ოფიციალურად დასახელდა მილიარდერი დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის საჭირო იყო დელეგატების ხმების მარტივი უმრავლესობა (1237 დელეგატის ხმა 2472-დან). კენჭისყრის საბოლოო შედეგებით, ტრამპმა 1725 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო.


ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში  პარტიის ყრილობის მეორე დღეს გამართული  კენჭისყრის შედეგად ტრამპის კანდიდატურამ დელეგატების ხმების უმრავლესობა მოიპოვა.

 

„ვამაყობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდი. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, როდესაც გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევქმანთ უკეთესი მომავალი ყველა ამერიკელისთვის", - განაცხადა ტრამპმა.


.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner