აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიის მიერ ოფიციალურად დასახელდა მილიარდერი დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინირებისთვის საჭირო იყო დელეგატების ხმების მარტივი უმრავლესობა (1237 დელეგატის ხმა 2472-დან). კენჭისყრის საბოლოო შედეგებით, ტრამპმა 1725 დელეგატის მხარდაჭერა მიიღო.
ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში პარტიის ყრილობის მეორე დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად ტრამპის კანდიდატურამ დელეგატების ხმების უმრავლესობა მოიპოვა.
„ვამაყობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი გავხდი. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, როდესაც გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევქმანთ უკეთესი მომავალი ყველა ამერიკელისთვის", - განაცხადა ტრამპმა.
.