მკვლელობა მოხდა ზესტაფონში - არსებული ინფორმაციით, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივების თქმით, მათთვის უცნობია დაპირისპირების მიზეზი და არც გარდაცვლილს იცნობენ. ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკლელობას და იარაღის შეძენა ტარებას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.