logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება ვლადიმერ პუტინს: უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია
- +

30 ივნისი. 2021. 19:38

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებას უპასუხა, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ თვლის და მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“.

 

„უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია. ჩვენ შეგვეძლო გვეცხოვრა, როგორც კარგ მეზობლებს, რუსეთი 2014 წელს თავს რომ არ დასხმოდა უკრაინას, არ მოეკლა ათასობით ადამიანი და არ მოეხდინა ჩვენი მიწების ოკუპაცია. ჩვენს ერებს შორის უფსკრულის გაჩენაზე სრული პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება, რომელმაც აგრესია წამოიწყო“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner