„კახა კალაძის მოთხოვნითა და ლიდერობით ბევრი რამ გაგვიკეთებია, რისიც თავიდან არ გვჯეროდა და უკვე გვჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც ასეთი ლიდერი გყავს“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„კახასთან მუშაობა არის სასიამოვნო იმ მხრივ, რომ არის ჭკვიანი, მეგობრული, გამგებიანი ადამიანი. არასდროს არ ჩხუბობს, არასდროს, არ სჭირდება. მისი სახის ცვლილებაც საკმარისია, რომ მიხვდე და ყველა ჩხუბზე უარესია.
რთულია იმ მხრივ, რომ საქმეში ითხოვს მაქსიმუმს, როდესაც ეს ეხება ქალაქს. უნდა მაღალი სტანდარტი. ითხოვს და აღწევს კიდეც ყოველთვის და მერე ჩვენც ვხვდებით, რომ ყველაფერი შესაძლებელია. გაგვიკეთებია ისეთი რამ, რისიც თავიდან ჩვენ თვითონაც არ გვჯეროდა. კახის მოთხოვნითა და ლიდერობით ბევრი რამ გაგვიკეთებია და უკვე გვჯერა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გყავს ასეთი ლიდერი, ამიტომ მასთან მუშაობა სასიამოვნოც არის და რთულიც“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.