logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: მომწონს, რომ „ქართული ოცნების“ ახალ გუნდში ბევრი ქალბატონია
- +

20 ივლისი. 2016. 10:47



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2"-ის გადაცემა „არჩევანში" განაცხადა, რომ მოსწონს „ქართული ოცნების" ახალ გუნდში ბევრი ქალბატონის ყოფნა.

 

„ახალ გუნდზე არ ვისაუბრებ. მომწონს პრინციპი, რომ არის ბევრი ქალბატონი. მე 2015 წელი ქალთა წლად გამოვაცხადე და ძალიან ვცდილობდი, პარლამენტში გასულიყო კანონი კვოტირების თაობაზე. ეს არ მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" ამას ითვალისწინებს და ეს არის ჩადებული ამ გუნდის მესიჯში, რასაც მივესალმები", - განაცხადა პრეზიდენტმა.


გიორგი მარგველაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალაა.


„იმედი მაქვს, რომ ის უფრო ძლიერ პოლიტიკურ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, უფრო მეტი ღირებულებითი თემა იქნება, დახვეწილი საარჩევნო პროგრამა ექნება და ვინ იქნება კოალიციის წევრი, ეს ნაკლებად მაღელვებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner