„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი მეგობრის და ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის გია გაჩეჩილაძის მიმართ, შეურაცხმყოფელი და ბინძური ტექსტებით აღჭურვილი საზიზღარი ფოტომონტაჟი“, - ამის შესახებ მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სამწუხაროა რომ ასე ხელაღებით შეუძლიათ ზოგიერთ არსებებს ტკივილი მიაყენონ ადამიანს, რომელიც არასდროს ასეთ სიბინძურეს მისი პიროვნების მიმართ არ იმსახურებდა და არც ახლა იმსახურებს.
რაც ყველაზე ამაზრზენია ეს ხდება "ტრადიციების დაცვის" სახელითა და ვითომ "ეროვნული ფასეულობების" სადარაჯოზე მყოფი პერსონაჟების მხრიდან.
ზუსტად ეს "დვარნიაჟკა პატრიოტები" სახელს უტეხენ საქართველოში ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს როგორიცაა ჩვენთვის - რწმენა, პატრიოტიზმი,ტრადიცია და ეროვნულობა.
გია გაჩეჩილაძე, გულწრფელი და ნიჭიერი ადამიანია და ეს მისი თვისებები ვერ ასვენებს ამ საზიზღარი დევნის დამკვეთებს.
გია ალბათ ისევ თავისი ნიჭით და გულწრფელობით გასცემს პასუხს ამ საზიზღარ დევნას და არ დაეშვება ამ არსებების დონეზე, ჩიმთვის კი ის ყოველთვის იქნება ჩემი უახლოვესი და უერთგულესი მეგობარი“, -წერს გლურჯიძე.