logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, ჩვენ უნდა შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი გარემო ამ ქალაქში
- +

30 ივნისი. 2021. 22:29

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამით ვამაყობ“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მშენებლობის გაცემის პროცესი არსებობს ასეთი რგოლი, რომ რაღაცას გიხარვეზებენ. გეუბნებიან, რომ რაღაც არ გაქვს სწორად და მერე გეძლევა ვადა ამის გამოსწორებისთვის. ასე ხდებოდა ხოლმე, რომ ხედავდა თანამშრომელი სამ ხარვეზს, ჯერ ერთს დაახარვეზებდა, 30 დღე ამას რომ გაასწორებდი, მერე მეორეს.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რასაც ვებრძოლეთ დასაწყისშივე და მართვის ეფექტური სისტემა და კონტროლის, მონიტორინგის ეფექტური სისტემა დავნერგეთ.

სხვათაშორის, თვითონ თანამშრომლებიც ძალიან დაგვიდგნენ გვერდში და ამ სისტემით შევძელით ის, რომ ეს ეფექტური პროცესი გაიმართა. ასეთი პრობლემები აღარ გვაქვს.

პირადად მიწევდა-ხოლმე კონტროლი თითოეული განცხადების, ბოლო დროს არც მომიკითხვას, რადგან აღარ მომდის პრეტენზიები. თუმცა არ არის ეს საკმარისი, ამით არ ვამაყობ, არამედ ვამაყობ იმით, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გავაკეთეთ სხვადახვა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, ჩემს გარემოცვაშიც კი კმაყოფილი ადამიანი არ მყავს.

ჩემი ოჯახის წევრებიდან დაწყებული არავინ არ არის კმაყოფილი და ასეც უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი. ჩვენ უნდა შევქმნათ უკეთესი საცხოვრებელი გარემო ამ ქალაქში. ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა და პერსპექტივა. გაფუჭებულსაც უნდა გაკეთება და პერსპექტივასაც უნდა გამოყენება, რომ რაღაცა გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner