logo_geo
eng_logo
ირაკლი ხმალაძე: ერთ-ერთი პრობლემა რაც დავინახეთ იყო ბიუროკრატია და ჩვენ დაახლოებით 30-მდე კომისია და საბჭო გავაუქმეთ
- +

30 ივნისი. 2021. 23:06

 

 

„მერიაში რომ მივედით, დაახლოებით 30-მდე კომისია და საბჭო გავაუქმეთ. ერთ-ერთი პრობლემა რაც დავინახეთ იყო ბიუროკრატია და ბიუროკრატიასთან ბრძოლა იყო ჩვენი პრიორიტეტი. პროცესების ოპტიმიზაცია იყო მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

 

„გამართული მენეჯმენტი თუ არ გვექნება, არცერთი მიმართულებით ჩვენ შედეგი არ გვექნება. ამ კუთხით მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ. ინსტიტუციური რეფორმები, რეორგანიზაცია, პროცესების ოპტიმიზაცია, ფუნქციური გადალაგება. ჩემი, სხვა მოადგილეების, ხშირ შემთხვევაში მერის ჩართულობით მიდიოდა თითოეული საკითხის, შემოსვლიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, მთელი ამ დერეფნის გავლა და რგოლების მაქსიმალურად ამოგდება. სამუშაო პროცესის გადაწყობა ყოველთვის რთულია იმიტომ, რომ პერსონალი უნდა გადაალაგო და ძალიან ძნელია, როდესაც დროს ამცირებ, რგოლს აგდებ, შერწყმას უკეთებ, ორის ნაცვლად ერთ წარმოებას ატარებ პასუხისმგებლობა იზრდება, სამუშაო დატვირთვა იზრდება. ძალიან ვაფასებ მე იმ შრომას, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ეწევიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რო მერიას დღეს ჰყავს კვალიფიციური კადრები და სისტემები არის გამართული. მე არასოდეს მითქვამს, რომ ეს არის საკმარისი, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა ჩვენ 4 წლის განმავლობაში გაგვეკეთებინა. ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ, ბევრი ზედმეტი რგოლი ამოვაგდეთ. საკითხები, რომელთაც გარეშე პირები პასუხისმგებლობის გარეშე განიხილავდნენ, დავუქვემდებარეთ იმ უწყებებსა და სტრუქტურებს, რომელთაც ის ფუნქციურად ეკუთნის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner