logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ
- +

20 ივლისი. 2016. 10:50



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მოქმედ პრემიერთან უფრო კარგი ურთიერთობა რომ აქვს, ვიდრე მის წინამორბედთან, ამის მიზეზია გიორგი კვირიკაშვილის კონსტრუქციულობა. პრეზიდენტის თქმით, პრემიერი არის მისი პოლიტიკური პარტნიორი, რომელთანაც საუბრობს პოლიტიკაზე და არა სხვა თემებზე.

 

 

„ჩემი აზრით, მიზეზი არის კონსტრუქციულობა, კვირიკაშვილის სურვილი, რომ ვისაუბროთ საკითხებზე, თემებზე და არა პიროვნულ ურთიერთობებზე. მე და კვირიკაშვილს ნამდვილად არ გვქონია საუბარი რაიმე პიროვნულ თემაზე, ვიღაცა მესამე ადამიანთან ურთიერთობაზე. ჩვენ ბევრად უფრო სერიოზულად ვთანამშრომლობთ, ვიდრე აქამდე იყო თანამშრომლობა. ლაპარაკია კონკრეტულ თემებზე და პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ. კვირიკაშვილი ჩემი მეგობარი არაა, ის ჩემი პოლიტიკური პარტნიორია, ვისთანაც შეიძლება საუბარი პოლიტიკაზე და არა სხვა თემებზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner