logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლებში სოფლის მეურნეობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციები შეადგენს 7 მილიარდ ლარს
- +

1 ივლისი. 2021. 11:27

 

ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. გარდა ამისა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე. მთავრობამ დაასრულა მუშაობა პირველად დოკუმენტზე და დღეიდან თემატურ განხილვებს ვიწყებთ. დღეს წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ძირითად დეტალებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ლევან დავითაშვილსა და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის. მათ დეტალურად წარმოადგინეს ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოფლის მეურნეობა. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან ჩადებული ინვესტიცია შეადგენს დაახლოებით 2 მილიარდ ლარს. გარდა ამისა, კერძო სექტორის მხრიდან დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა ამ სექტორში. ჩვენი ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივი ინვესტიციის საერთო მოცულობა შეადგენს 7 მილიარდ ლარს. ჩვენი გათვლებით, პროგრესი იქნება მეტად ინკლუზიური, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი მოქალაქის დასაქმება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ ქვეყანა უფრო მეტად თვითუზრუნველყოფილი გახდეს. ძალიან ბევრი იმპორტირებული პროდუქტი შემოგვაქვს, მე არ ვარ იმპორტის წინააღმდეგი, მაგრამ ქვეყანაში მეტის წარმოება შეგვიძლია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner