ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ახალი ავტოპარკი დაათვალიერა. ავტოპარკიდან უკვე დაწყებულია ავტობუსების გასვლა. ქალაქის მერი მძღოლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.
„ვფიქრობ მრავალი წლის პრობლემა გადავჭერით. მოწესრიგებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ათეულობით წელი ველოდით. აქ შექმნილი ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ მოვემსახუროთ მგზავრებს“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტოპარკის ტერიტორიაზე მოეწყო ღია ავტოსადგომი 90 ავტობუსზე, ავტოპარკინგი პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, გამწვანების, მოსასვენებლი და სარეკრეაციო ზონები , აშენდა ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები. სამუშაოებისთვის 2 643 000 ლარი დაიხარჯა.