logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება ბავშვობის შიშს შეადარა
- +

1 ივლისი. 2021. 13:49

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება ბავშვობის შიშს შეადარა.

 

ჟურნალისტის კითხვას, რატომ იწვევს ნატოს თემა რუსეთის ხელისუფლებაში მწვავე რეაქციას, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

 

ჩემი აზრით, ეს ბავშვობის შიშზე მუდმივ საუბარს ჰგავს, რომ ღამით ვიღაც საშინელი გამოვა კარადიდან და შეგაშინებს, თუმცა კარადაში არავინაა. ეს უბრალოდ კარადაა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია უკრაინის ისტორიული არჩევანია.

 

„როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო, უკრაინა დამოუკიდებლად ირჩევს იმას, თუ როგორ უზრუნველყოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარება. ეს განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროს ეხება“, - აღნიშნა მან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner