logo_geo
eng_logo
მყინვარწვერზე რუს მთამსვლელს ეძებენ
- +

20 ივლისი. 2016. 10:54


 

მეორე დღეა მყინვარწვერზე რუს მთამსვლელს ეძებენ.


რუსი მთამსვლელი ქალი მყინვარწვერზე ორ ალპინისტთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მეხი ჩამოვარდა და ქალი გაუჩინარდა, ჯგუფის დანარჩენი ორი წევრი კი დაშავდა.


შემთხვევა დაახლოებით 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მოხდა.


დაშავებული მთამსვლელები მყინვარწვერიდან მაშველების დახმარებით უკვე ჩამოიყვანეს. მთამსვლელი ქალის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური და ალპინისტთა ჯგუფია ჩართული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner