logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით
- +

1 ივლისი. 2021. 14:23

 

„საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა 10-წლიანი გეგმის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრმა მექანიზაციის განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.

 

„კონკრეტული ფართობების და სიმძლავრეების მიხედვით, გაანალიზებული გვაქვს, თუ რა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია და დამხმარე იმპლემენტები არის საჭირო. რეგიონებში შეხვედრის დროს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი აქტიურად ისმის. შესაბამისად, 10 წლის განმავლობაში, სახელმწიფო მოახდენს თანადაფინანსებას და განახორციელებს ინვესტიციას სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში, რაც გულისხმობს, რომ საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამებზე მუშაობას განაგრძობს, რაც გულისხმობს ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მილიონი ლარია.

 

დღეის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში 900-მა ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები, თანადაფინანსების თანხამ კი 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში გაცემულია 124 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მილიონ ლარს აღემატება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner