logo_geo
eng_logo
ბრიჟიტ ბარდო ნაცისტური გამონათქვამებისთვის 5000 ევროთი დააჯარიმეს
- +

1 ივლისი. 2021. 14:24

 

საფრანგეთის ქალაქ არასის სასამართლომ მსახიობი ბრიჟიტ ბარდო „საფრანგეთის მონადირეთა ფედერაციის“ ხელმძღვანელის, ვილი შრაენის შეურაცხყოფისთვის 5000 ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

 

გარდა ამისა, კომპენსაციის სახით 86 წლის მსახიობი 51 წლის ვილი შრაენს 2000 ევროს გადაუხდის.

 

2019 წელს ბარდოს მიერ შექმნილი „ცხოველთა დახმარების ფონდის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მსახიობმა მონადირეთა ფედერაციის წარმომადგენლებს „ცხოველთა სამყაროს ტერორისტები“ უწოდა და untermensch-ებად მოიხსენია. ტერმინი untermensch ნაცისტურ ლექსიკონში აღნიშნავდა დაბალ საფეხურზე მდგარ ერებს, რომლებიც უნდა განადგურებულიყვნენ.

 

სასამართლომ ბრიჟიტ ბარდოს განცხადებებში ნაცისტური კონტექსტი ამოიკითხა და ჯარიმის გადახდის გარდა, მას 15 დღის განმავლობაში ფონდის ვებგვერდიდან შეურაცხმყოფელი მასალის წაშლა დაავალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner