logo_geo
eng_logo
მეუფე ნიკოლოზი: “თბილისი პრაიდი” მოქალაქეთა უმრავლესობისთვის გამაღიზიანებელია
- +

1 ივლისი. 2021. 14:36

 

“კვირასთან” საუბრისას ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი ღონისძიება არ უნდა გაიმართოს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.

 

კითხვაზე, აპირებს თუ არა ღონისძიების გაპროტესტებას, მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ არა, რადგან ახალქალქში ცხოვრობს.

 

“არ უნდა გაიმართოს. საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის “თბილისი პრაიდი” გამაღიზიანებელია და არ უნდათ, რომ მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდეს. არ ვაპირებ, ახალქალაქში ვცხოვრობ”, – განუცხადა “კვირას” მეუფე ნიკოლოზმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner