ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დოპინგ-სკანდალთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში თავად დოპინგ-სკანდალში გარეული მოჭიდავეები, ანტიდოპინგური კომიტეტის წარმომადგენელი, ფედერაციის ხელმძღვანელობა, მწვრთნელები და ექიმები მონაწილეობენ.
ცნობილია, რომ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეები უშუალოდ მოჭიდავეებისგან მოისმენენ ინფორმაციას, თუ როგორ მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატები. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაკეთებულა და ის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მოჭიდავეების მხრიდან დოპინგის შესაძლო მიღებასთან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი.