logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ყველა საკითხი გადაწყდება კოალიციურ რეჟიმში
- +

5 მარტი. 2016. 15:34



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, რომელიც ადრე რესპუბლიკურმა პარტიამ წამოსწია.



ინტენსიური პარტნიორობა არსებობს კოალიციის რეჟიმში. არსებობს კოალიციის ერთი სუბიექტი, რომელსაც უნდა კიდევ დამატებით ორმხრივი შეთანხმება. ორმხრივი შეთანხმების პრაქტიკა ქართულ ოცნებას" გააჩნია, მაგალითად, მორანდუმი აქვს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან", თუმცა ეს რასაკვირველია, სხვა ხარისხია, ეს არის პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალა, პარლამენტში თავისი ლიდერით. არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ შევქმნათ საგანგებო რეჟიმი, შეიძლება დაისვას თემატური უმრავლესობის საკითხი, ადრე იყო ასეთი საკითხი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან წამოწეული. ყველა საკითხი გადაწყვეტილი იქნება კოალიციურ რეჟიმში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



3 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერისა და „რესპუბლიკელების" შეხვედრა გაიმართა. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია და პარტია „ქართული ოცნება" უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე გადადიან, რასთან დაკავშირებითაც ორპარტიული შეთანხმება შედგება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner