logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: პირდაპირ ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის სფეროებს გააფართოებს
- +

1 ივლისი. 2021. 15:13

 

„შავ ზღვაში ვითარება უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი გავლენის სფეროებს გააფართოებს,“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

„ჩვენ უკვე პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ვეუბნებით ნატო-ს, შავ ზღვაში სიტუაცია უცვლელი თუ დარჩება, რუსეთი კონტროლს დაამყარებს და თავისი გავლენის საზღვრებს გააფართოებს. გააფართოებს კონტროლს სავაჭრო მარშრუტებზე და მუდმივად შექმნის საფრთხეს რეგიონში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ნატო-ს პოლიტიკაში ნელ-ნელა ჩნდება შავი ზღვის რეგიონისკენ მიმართული ელემენტები, თუმცა კულებას აზრით, „ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან“.

 

„ნელ-ნელა, თუმცა ჩნდება პოლიტიკის ელემენტები სწორედ შავი ზღვისთვის, სამწუხაროდ, არის ასეთი ინგლისური გამოთქმა – too little too late. ზედმეტად ცოტა და ზედმეტად გვიან. ვისურვებდი, რომ ეს გამოთქმა სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

კულებას თქმით, სწორედ ამიტომ უკრაინის ხელისუფლება დღის წესრიგში აყენებს შავი ზღვის საკითხს ალიანსის წევრებთან, ასევე ნატო-ს შტაბ-ბინაში მოლაპარაკებებისას.

 

„ახლა რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში სტრატეგიულად ხელსაყრელი მდგომარეობა აქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავმა ზღვამ აზოვის ზღვის ბედი არ გაიზიაროს“,- აღნიშნა კულებამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner