საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,20 ივნისს, არასწორად დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ, რა დროსაც, გახარია ბრძანდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი და თავის მოადგილესთან, კახა საბანაძესთან ერთად, ვითომ ,,ცარიელ’’ პარლამენტის შენობაში ,,სწორად’’ გეგმავდა სპეცოპერაციას და თურმე ეგონათ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე დაეცვათ“, - წერს მეგრელიშვილი.
მისივე შეფასებით, რომ არა იმ დროს გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობა, შესაძლოა, ქვეყანას თავიდან აეცილებინა 20 ივნისს აქციის დროს განვითარებული მოვლენები.
,,იმ ავბედითი დღის მერე, ლამის მთელი ქვეყანა ჩამოანგრიე შენ, ნაც-პარტიის არაფორმალური ლიდერის გამო, გაქცეულო კაცო და ახლა მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გააკეთონ პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის? დაწყნარდი! შენ რომ არა, არც 20 ივნისი იქნებოდა ამ ქვეყანაში. ჰოდა, შეირგე ახლა და იარე ეგრე ქალაქ-ქალაქ ერთი-ორი მანდატის მოსაგროვებლად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-გვერდზე.