logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში მარტივი ენით დაიწერა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, თუმცა 13 წლის განმავლობაში თუ არაფერი გაკეთდა, ვიღაცამ უნდა თქვას - რა ხდება საერთოდ?
- +

1 ივლისი. 2021. 16:51

 

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში მარტივი ენით დაიწერა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, თუმცა 13 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთდა საამისოდ, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

 

„2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში მარტივი ენით დაიწერა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, ხოლო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საკითხს განიხილავენ. თუ 13 წელი გავიდა და არაფერი გაკეთდა, მაშინ ვიღაცამ უნდა თქვას: რა ხდება საერთოდ? ამ შემთხვევაში, ეს მე ვიყავი“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების განრიგთან დაკავშირებით ნატოში კონსენსუსი არ არის.

 

„არსებობს იმის პოლიტიკური კონსენსუსი, რომ უკრაინა საბოლოოდ ნატოში იქნება. ეს ბოლო სამიტზეც დადასტურდა, თუმცა ნატო მზად არ არის, რაღაც თარიღი დაასახელოს. ეს სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა და ამ რეალობასთან უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner