logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას
- +

20 ივლისი. 2016. 11:12



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში" კორცხელის ინციდენტზე და ვანო მერაბიშვილის საქმეზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, კორცხელის ინციდენტის გამოძიება აუცილებელია, რათა პოლიტიკურ ძალებში მოძველბიჭო ელემენტების გაჩენას მწვანე შუქი არ მოჰყვეს, ასევე ვანო მერაბიშვილის საქმის გამოძიებამ სტრასბურგის სასამართლოდან მძიმე ვერდიქტი დაგვიბრუნა.



„ეს კრიმინალია სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე. არჩევნები არცერთ პოლიტიკოსს არ ეკუთვნის. არჩევნები ეკუთვნის სახელმწიფოს და საზოგადოებას. როდესაც არჩევნების დღეს გგონია, რომ შენს სიტუაციას გადატეხავ ან რაღაც პროცესებზე მუშტი-კრივის ძალით იმოქმედებ, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ მიდიხარ.

 

 პოლიტიკოსი, ვისაც იქ ფიზიკურად შეეხნენ, მესამე რიგის დაზარალებულია. პირველ რიგში, იქ შეეხნენ სახელმწიფოს, საზოგადოებას და დემოკრატიულობას.

 

 

მე ვთქვი, რომ პოლიტიკაში მოძველბიჭო ელემენტები არსებობენ და თუ მათ ადგილს არ მივუჩენთ, იმ ელემენტებს პირდაპირ მესიჯს ვაძლევთ. ეს არ არის მარტო ერთ მხარეს. შესაძლოა, ასეთი რამ ყველა პოლიტიკურ ჯგუფში გაჩნდეს. თუ ამ საქმეს არ გამოვიძიებით, ყველა პოლიტიკურ ძალაში ასეთი ელემენტების გაჩენას მწვანე შუქს ვაძლევთ.

 

ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ძალიან მძიმე ვერდიქტი დაგვიბრუნა. იმიტომ, რომ იქ გამოძიება იყო საჭირო და იმის მაგივრად, რომ გამოძიება ჩატარებულიყო, ჩვენ რაღაც ხატოვანი გამონათქვამები მივიღეთ. როცა მერაბიშვილის საქმეზე ვთქვით, რომ გამოსაძიებელია, თქვეს, რომ უნდა მივაფუჩეჩოთ. მივაფუჩეჩეთ საქმე და ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner