logo_geo
eng_logo
WikiLeaks-მა თურქეთის მმართველი პარტიის 290 000 წერილი გამოაქვეყნა
- +

20 ივლისი. 2016. 11:13



WikiLeaks-ის პორტალმა თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის 290 000 წერილი გამოაქვეყნა. 

ორგანიზაციამ თურქეთის მმართველი პარტიის ელექტრონული წერილების და დოკუმენტების გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი დაკავებები დაიწყო.


WikiLeaks-ის  ცნობით, დაგეგმილია სულ 500 000 დოკუმენტის და 300 000 ელექტრონული წერილის გასაჯაროება.

გასაჯაროებული დოკუმენტების თანახმად, ბოლო ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილი იყო მიმდინარე წლის 6 ივლისს, ყველაზე ძველი კი 2010 წლით არის დათარიღებული. 
გამოქვეყნებული ელექტრონული წერილები ეხება საერთაშორისო საკითხებს და ნაკლებად შეიცავს თემებს თურქეთის შიდა პოლიტიკაზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner