logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ მმართველი გუნდის შესუსტებული პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და საერთაშორისო ასპარეზზე არავის დაცვას არ საჭიროებს
- +

1 ივლისი. 2021. 20:39

 

„სამარცხვინოა გახარიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები, დაუშვებელია ყოფილი პრემიერი მსგავს განცხადებებს აკეთებდეს და ხალხის გულის მოგებას მოდელირებული წარსულით ცდილობდეს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

 

ჩიხელიძე გიორგი გახარიას უპრინციპო პოლიტიკოსს უწოდებს:

 

„რა გავიგეთ დღევანდელი განცხადებებიდან? გავიგეთ, რომ გახარია მორიგი უპრინციპო პოლიტიკოსია, რომელიც სკამის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. როგორც მან განაცხადა, ამერიკაში „ქართული ოცნების“ დაცვა გახდა საჭირო, ფაქტი კი შემდეგია, ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ, მმართველი გუნდის შესუსტებული პოზიციები, რომელიც სწორედ გახარიას დროს შემცირდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და საერთაშორისო ასპარეზზე არავის დაცვას არ საჭიროებს.

 

უტიფრობის პიკი კი არჩევნების შედეგების ვერ დაცვაზე გაკეთებული განცხადება იყო. უკაცრავად, მაგრამ არჩევნების შემდეგ პრემიერ მინისტრი გახარია ხომ არ იყო, რომელსაც ოპოზიციამ ლამის ყველაფერი თავზე დაამხო? სწორედ გახარიას სისუსტეა, რომ ლეგიტიმური არჩევნები ვერ დაიცვა და ხელისუფლების გარკვეულ შტოებს სრულფასოვანი მუშაობის შესაძლებლობა არ მისცა, საკუთარ შეცდომების სხვაზე გადაბრალება კარგად არავისთვის დასრულებულა. თუ გახარია მსგავს რიტორიკას გააგრძელებს, საკუთარ კარგა გვარიანად შელახულ რეპუტაციას, კიდევ უფრო მეტად შელახავს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner