„მიუღებელია პრაიდის მარშის იდეოლოგიის ღია პროპაგანდა საქართველოში, რაც ტელეეთერებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინება. სხვა სახელს ვერ დაარქმევ. თორემ ყველას აქვს უფლება თავისი ინტერესი დაიცვას, გნებავთ იგივე რუსთაველზე მსვლელობა გამართოს, ოღონდ არა სხვისი უფლებების ხარჯზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს აქციის ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ფორმაში გადასვლის მაქსიმალურ შეზღუდვას! „, - ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება 5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული „ღირსების მარშის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, არაბუნებრივია როდესაც, ამ პროპაგანდის სათავეში პოლიტიკოსები დგანან.
„5 ივლისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ მარშს, ვფიქრობ აქვს რამდენიმე ასპექტი. მთავარი ასპექტი მაინც არის პოლიტიკური. ამ ტიპის მარშები ბოლო წლებია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტარდება და ამ ე.წ ელ ბი ჯი თი თემის პოპულარიზაციის თავისებური პოლიტიკას წარმოადგენს. დასამალი არ არის მსოფლიო გავლენიანი ადამიანების, კონო თუ მოდის ინდუსტრიის არც თუ მცირე წარმომადგენელი ამ თემს მიეკუთვნება.
ბუნებრივია და გასაკვირი სულაც არ არის თუ ეს ადამიანები იყენებენ რა თავიანთ გავლენებს და ფინანსურ რესურსებს ცდილობენ ცხოვრების ამ წესის კულტივირებასაც. ამას ემსახურებოდა თავის დროზე, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რისი საბოლოო მიზანიც ერთსქესიანთა მიერ შვილად აყვანის საკითხს უკავშირდება.
არც ის არის არაბუნებრივი, რომ ეკლესია და პირველ რიგში ქრისტიანული ეკლესია ცხოვრების ამ წესს მკვეთრად ემიჯნება და მამათმავლობის და ზოგადად გარყვნილების ნორმად მიიჩნევს. სხვა ახსნა, ამ გარყვნილების შეფუთვას ადამიანის უფლებებად და კონსტიტუციურ უფლებად არის სრული დემაგოგია და ტყუილი.
აქ არაბუნებრივი და სამარცხვინო სხვა რამეა. როდესაც ჩვენთან ამ პროპაგანდის სათავეში ქართველი პოლიტიკოსად წოდებული პირები დგანან. პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის თბილისი პრაიდის მხარდამჭერი განცხადებაც ამ კონტექსტშია განსახილველი. თორემ, ცალკეული ევროპარლამენტარების თუ ელჩების განცხადებების პათოსი, საერთაშორისო ნეო ლიბერალური მეინსტრიმის ტენდენციიდან გამომდინარე, ნაკლებად არის გასაკვირი.
საქართველოში ეს პრობლემა იმიტომაც დგას ასე მწვავედ, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ბრძოლა სწორედ სარწმუნოების, და სამშობლოს დაცვაზე იდგა.
ქართველი ერის იდენტობა და ცხოვრების წესი, ბოლო 2000 წელია ამიტომაც იდგა ქრისტიანულ კულტურაზე. მარტო ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ცხოვრების ისტორია ეყოფა ამ ტიპის პოლიტიკის პროპაგანდირების მიუღებლობას. ქრისტეს მრწამსისთვის ბრძოლაშიც ათეულ ათასობით ქართველმა შეწირა თავი.
ქართული პოლიტელიტის კოლბორაციონისტური და მოღალატეობრივი ხასიათი მარტო აქ არ გამომჟღავნებულა. ამ ელიტის დიდი ნაწილი იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა გასული საუკუნის 90 -აინ წლებში პუტჩს საქართველოში, როდესაც შეიარაღებული გადატრიალების გზით დაამხეს ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება, დემოკრატიის სახელით!.
იმ პუტჩის სულიერი შვილებისაგან ან რა უნდა იყოს გასაკვირი!
მეორეს მხრივ, არა მგონია, ცალკეული ჯგუფების მხრიდან რწმენასა და მორალზე ექსკლუზიური უფლებით ამ ღონისძიების ძალით ჩაშლა იყოს გამოსავალი, მით უმეტეს რუსთაველზეც ურჯულო ავაზაკთა არაერთი მიტინგი თუ კარვების დაცემა გვიხილავს!
გაცილებით მიუღებელია პრაიდის მარშის იდეოლოგიის ღია პროპაგანდა საქართველოში, რაც ტელეეთერებიდან უწყვეტ ნაკადად მოედინება სხვა სახელს ვერ დაარქმევ. თორემ ყველას აქვს უფლება თავისი ინტერესი დაიცვას, გნებავთ იგივე რუსთაველზე მსვლელობა გამართოს, ოღონდ არა სხვისი უფლებების ხარჯზე!, რაც პირველ რიგში გულისხმობს აქციის ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ფორმაში გადასვლის მაქსიმალურ შეზღუდვას!
ეკლესიური ცხოვრების წესზე კი თავად ეკლესია უნდა ზრუნავდეს, ხოლო იდენტობის მხარდაჭერაზე სახელმწიფო საზმაუს და განათლების რეფორმის ფარგლებში!“, - წერს ექსპერტი.