გია გაბრიჭიძე მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ ჟურნალისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„უკაცრავად, მაგრამ რამდენი გვაქვს ვალი ამ ლომჯარიასი? შევუგროვოთ და იქნებ დაგვანებოს თავი.
და საერთოდ არ მესმის "სახალხო დამცველის" ინსტიტუტის საჭიროება ("ძიმაკრაწია" და დასავლური ცივილიზაცია არა რა).
ამდენი წელიწადია გვყავს "სახალხო დამცველი" და ხომ ვხედავთ, რომ არც ამართლებს ეს დაწესებულება. არაფერი დამცველური არ გაუკეთებია.
იყო ასეთი ორგანიზაცია კომინტერნი (კომუნისტური ინტერნაციონალი).
არსებობდა დასავლური ცივილური ძიმაკრაწიის მოთხოვნის გამო და 1919 წლიდან, 1943 წლამდე იარსება.
რეალურად ამ დაწესებულების არსებობა სუფთად "рога и копита" იყო.
ზუსტად ისე არ აკეთებდა არაფერს, როგორც ეს ჩვენი "სახალხო დამცველი".
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კომუნისტი ზუსტად ჩვენი "არასამთავრობოებივით" და "დასავლურად მოაზროვნეებივით" თვლიდნენ, რომ კომინტერნის არსებობა აუცილებელი იყო, ძალიან მარტივად გაუქმდა.
გაუქმდა და ქვეყანა არ დაქცეულა.
გავაუქმოთ ჯობია და ისინიც ამოისუნთქავენ და ჩვენც“, - წერს გაბრიჭიძე.