„ერთი მხარე იხმაურებს დასავლეთში ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ჩვენთან "უფლებები ირღვევა", მეორე მხარე კი მუდმივად ამტკიცებს, რომ "დასავლეთი გვართმევს ქართველობას"“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ პირველ ღონისძიებას და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს.
„აბა წაიკითხეთ რას წერენ?!
სად ხედავთ აქ ლგბტქ მოთხოვნებს?
ესაა, როგორც ვწერდი, ერთი პარტიის ფილიალი, მათივე დაწერილი სლოგანებით: "სისტემა ყარს", "შეწყდეს პოლიციური ტერორი", "ჩვენ გვკლავენ" და ა.შ.
ამათ საკუთარი უფლებების დაცვა რომ უნდოდეთ, რომლებსაც არავინ ურღვევთ, თუ თავზე არავის დააჯდებიან, სხვა სლოგანები ექნებოდათ, რომლებიც ასახავენ მათ სპეციფიკას.
ამ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს სურდათ, რომ მსვლელობის აღსაკვეთად მოწინააღმდეგეები მივარდნილიყვნენ, რადგან ორთავე მხარეს ზუსტად ამ ძიძგილაობებზე აქვთ აგებული პოლიტიკა.
ერთი მხარე იხმაურებს დასავლეთში ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ ჩვენთან "უფლებები ირღვევა", მეორე მხარე კი მუდმივად ამტკიცებს, რომ "დასავლეთი გვართმევს ქართველობას".
პლუს, პროფილურ ენჯეოებს, წლის ბოლომდე ეყოფათ სასამართლოებში საჩივრების დასაწერად, მიღებული გრანტების ჩამოსაწერად და ახლის მისაღებად.
მერე დამიწყებენ ე.წ. მედასავლეთეები და დასავლელი პოლიტიკოსები თუ ექსპერტები რბილ ძალაზე საუბარს. ზუსტად რბილი ძალაა ლგბტქ "პრაიდი"“, - წერს სალუქვაძე.