„პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიების ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჯებირებს მიღმა გაზაფხულია!
დიახ, ჯებირებს შიგნით არის არანორმალური ფილმი, არანორმალური ცხოვრების წესი, ცხოველური ვნების პროპაგანდა.
ჯებირებს მიღმა გაზაფხულია.
ჯანსაღი ცხოვრება, აზროვნება, სექსი რომელიც ყველას გვაქვს, მაგრამ ეს არ გამოგვაქვს საჯაროდ. აქ არის სახარება, მორალი, უდიდესი სიყვარული, ნათელი აწმყო და მომავალი.
ჯებირებს შიგნით აგრესია და ძალადობაა! ბოროტი ძალადობა, რომელსაც ჩაგრულის მანტიაში ჰხვევენ.
ჯებირებს მიღმა თავდაცვაა.
რწმენის, წარსულის და მომავლის დაცვა.
დიახ არის თავშეუკავებელი მოქმედება, მაგრამ ეს თავდაცვაა.
თუ ბავშვს შია, აქ "ღირსების მარში" არაფერ შუაშია და ამ კადრების გამოტანა მდაბიო სპეკულაციაა.
ჯებირებს მიღმა გაზაფხულია. ჯერ ცივი, მარტის სუსხით, მაგრამ აპრილი გაისტუმრებს "ნასესხებს" და ნამდვილი გაზაფხული დადგება“, - წერს გაბრიჭიძე.