logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა გარდამტეხი იქნება ქართული ჯარისთვის
- +

20 ივლისი. 2016. 11:54



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით,  რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, პენტაგონში შეხვედრები დაიწყო.

მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ახალ პროიგრამაზე იმსჯელეს, რომელსაც მემორანდუმის თანახმად, აშშ საქართველოში განახორციელებს.


 

 

 

 

„ამერიკის მხარისგან  სრული მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენი ამოცანების განხორციელებაში, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ამ პროგრამის შედეგად იყოს სრულ მზადყოფნაში საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების განსახორციელებლად.

 

პირველად ხდება, როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებისა თუ NATO-ს ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ სახელმწიფოს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის.

 

როცა ვთქვი, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის სწორედ ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად, სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი ყველა დანაყოფი ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით, როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არსდროს ჰქონია", - ამბობს თინა ხიდაშელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner