logo_geo
eng_logo
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა
- +

2 ივლისი. 2021. 11:23

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. მორატორიუმი ძალაში იქნება იქამდე, ვიდრე უწყება სასჯელის უმაღლესი ზომის მიმართ პოლიტიკის კვლევას არ დაასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე.

 

„იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში მყოფი ყველა პირის უფლებების დაცვა, ასევე დაიცვას კონსტიტუცია და აშშ-ის კანონი, თუმცა, ამავე დროს, მათ უნდა მოეპყრონ ჰუმანურად. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს, რაც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს“, – ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner