თურქეთის ხელისუფლებამ WikiLeaks-ის პორტალთან წვდომა მას შემდეგ დაბლოკა, რაც ვებ-გვერდმა მმართველი პარტიის წევრთა 300 000-მდე ელექტრონული წერილი გაასაჯაროვა.
თურქეთის კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების საკითხთა საბჭომ განაცხადა, რომ WikiLeaks-ის წინააღმდეგ „ადმინისტრაციულ ზომებს" შემოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" ავრცელებს.
WikiLeaks-ის ადმინისტრაცია პორტალთან წვდომის დაბლოკვას „ტვიტერის" მიკრობლოგში ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ WikiLeaks-მა თურქეთის მმართველი პარტიის ელექტრონული წერილების და დოკუმენტების გასაჯაროება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი დაკავებები დაიწყო.
ორგანიზაციის ცნობით, დაგეგმილია სულ 500 000 დოკუმენტის და 300 000 ელექტრონული წერილის გასაჯაროება.