logo_geo
eng_logo
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა
- +

2 ივლისი. 2021. 12:33

 

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯაზე დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა განაცხადა.

 

„იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ყველა იყოს უზრუნველყოფილი არა მხოლოდ შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით გარანტირებული უფლებებით, არამედ სამართლიანი და ჰუმანური მოპყრობით“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლენდმა იუსტიციის დეპარტამენტს დაავალა, სიკვდილით დასჯის პრაქტიკას გადახედოს. განხილვის დასრულებამდე აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner