„ჩვენი ქვეყნის იმიჯს ზიანი მაშინ მიადგა, თქვენ რომ მოხვედით ხელისუფლებაში და საკონტროლო გასროლით ხოცავდით ახალგაზრდებს!!!" - ასე მიმართავს „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ლეკა მენაბდიშვილი შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს. აღნიშნული განცხადებით, მენაბდიშვილი ვანო მერაბიშვილის წერილს ეხმიანება, რომელიც შს ყოფილმა მინისტრმა გუშინ გაავრცელა.
„პოლიტპატიმარ" მერაბიშვილს ციხიდან შემოუთვლია - მე ცოტა ხანში მაინც დავტოვებ საპყრობილეს. სამწუხაროა ის, რომ რაც უფრო გვიან მოხდება ეს, მით მეტი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ცივილიზებულ სამყაროშიო...
ჩვენი ქვეყნის იმიჯს ზიანი მაშინ მიადგა, თქვენ რომ მოხვედით ხელისუფლებაში და საკონტროლო გასროლით ხოცავდით ახალგაზრდებს!!!
ისე უტიფრად გვეტლიკინებიან გისოსებიდანაც კი, გეგონება, მე ვითხოვდი ორ გვამს!!!
მოინდომეს კანის გამოცვლა!!! ნაცი მაინც ნაცია, თუნდ სახელი გამოიცვალოს, თუნდაც გვარი, სისხლი მაინც იგივე რჩება - მწამებლური, პირსისხლიანი, რეჟიმისტ-მიშისტურები!!!" - წერს ლეკა მენაბდიშვილი.