logo_geo
eng_logo
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- +

2 ივლისი. 2021. 13:01

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

 

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე გიორგი კერვალიშვილი.

 

ბასილაიას თქმით, მოწმემ დაადასტურა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმე გიორგი კერვალიშვილი აღნიშნულ საქმესთან შემხებლობაში არ არის და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

 

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner