დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას ინიციატივით, რაიონის მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდა.
საქველმოქმედო ღონისძიება N3 პროფილაქტიკურ ცენტრში მოეწყო, სადაც რაიონის მცხოვრებლებს სხვადასხვა სამედიცინო სერვისები უფასოდ მიეწოდათ.
მოქალაქეებმა დიაგნოსტიკური ლაბორატორიული, ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სხვა სახის გამოკვლევებითა და კონსულტაციით უფასოდ ისარგებლეს.
თარაშ შურღაიას განცხადებით, მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.