logo_geo
eng_logo
თბილისში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირი კუდ-ის თანამშრომელია
- +

2 ივლისი. 2021. 15:56

 

 

ტრეფიკინგის ბრალდებით თბილისში 37 წლის მამაკაცი დააკავეს, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ის 45 წლის მამაკაცს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, დამცირებითა და ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩაში მოწყალება ყოველდღიურად ეთხოვა, შეგროვებულ თანხას კი სძალავდა.  ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა პროკურატურამ.

 

„კურიერის“ ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირი 37 წლის გელა ჩალაძეა, ის 2006 წლამდე იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) თანამშრომელი. მას და დაზარალებულს წლების წინ მცირე ბიზნესიც ჰქონდათ, რომელმაც არ გაამართლა.

 

მამაკაცი მოწყალებას მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი თვის განმავლობაში ითხოვდა. ადგილზე დასაქმებული პირების თქმით, მათთვის ტრეფიკინგის ფაქტის შესახებ ცნობილი არ იყო და ამის შესახებ არც მამაკაცს უთქვამს მათთვის რამე.

 

დაკავებულის ადვოკატის, ნაილი გაბიცინაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მას თავისი ქმედება გაცნობიერებული არ ჰქონდა:

 

„გამოკითხვაში დააფიქსირა, რომ მის მიერ არ იყო გაცნობიერებული მისი ქმედება და რომ ახლა გააცნობიერა და სინანულს გამოთქვამს, ფაქტობრივად, აღიარებს. ის იყო მისი დიდი ხნის ახლობელი, ნათესავი არა, უბრალოდ მეგობრობდნენ," - აცხადებს ნაილი გაბიცინაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner