logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა
- +

20 ივლისი. 2016. 12:24



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში ვიზიტს უპრეცედენტოდ წარმატებულს უწოდებს. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ხუთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. პრემიერი ამბობს, რომ მიღწეულია სოფლის მეურნეობის მიმართულებით შეთანხმებები, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქულ ბაზართან ახალი მოლაპარაკებები დაიწყება.


„საქართველოდან გაფართოვდება იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება, რომ თურქეთის ბაზარზე შევიდეს. ეს ძალიან დიდი რამ არის. ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მივაღწიეთ შეთანხმებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თურქულ ბაზართან ახალი მოლაპარაკებები დაიწყება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


გიორგი კივირიკაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს მდინარე მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი.


„ადგილიდან დაიძრა ისეთი მტკივნეული თემა, როგორიცაა, მაგალითად, მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობა. შესაბამისად, ახლიდან იქნება მოლაპარაკება ისეთ ლოკაციაზე, რომელიც გარემოს არ დააზიანებს. ასევე, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ თურქეთში მყოფი ქართველი პრობაციონერები, პრობაციას გაივლიან საქართველოში და პირიქით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner