logo_geo
eng_logo
აშშ თურქეთს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმარება
- +

20 ივლისი. 2016. 12:32



აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, თურქეთის ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმაროს.


აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლის ვებ-გვერდი აქვეყნებს.


ბარაქ ობამას განცხადებით, გამოძიება უნდა ჩატარდეს ისე, რომ „გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობისადმი". აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის დემოკრატიას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ძალადობრივი გზით გადაყენების მცდელობა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner