აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, თურქეთის ხელისუფლებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიებაში დაეხმაროს.
აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლის ვებ-გვერდი აქვეყნებს.
ბარაქ ობამას განცხადებით, გამოძიება უნდა ჩატარდეს ისე, რომ „გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობისადმი". აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთის დემოკრატიას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ძალადობრივი გზით გადაყენების მცდელობა.