logo_geo
eng_logo
ბათუმში, მატარებლის შეჯახების შედეგად, ქალი გარდაიცვალა
- +

2 ივლისი. 2021. 18:07

 

 

ბათუმში 80 წლამდე ქალი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა, დაახლოებით, 15 საათზე თამარის დასახლების ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი კლინიკა „მედცენტრში" გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner