„საბჭოთა ჰიმნის ფან-კლუბის ახალმა იმპრესარიომ, ნონა მამულაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას ფაქტობრივად განაცხადა, რომ თურმე პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტისას, კითხვაზე: „მზად არის თუ არა საქართველო, NATO-ს წევრი გახდეს“ - ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო. რისი თქმა უნდოდა ამით ნონა მამულაშვილს? ეჭვის შეტანა ირაკლი ღარიბაშვილის ლინგვისტურ შესაძლებლობებში? თუ ის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ დაავიწყდა საქართველის პრემიერ-მინისტრს ან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელწოდება ამოუვარდა მეხსიერებიდან?“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამ თემაზე დღეს ანეკდოტებს თხზავს ნაცების საბჭოთა სიმბოლიკის მოყვარული, წёწя ნონა იზ ტბილისი.
„საბჭოთა ჰიმნის ფან-კლუბის ახალმა იმპრესარიომ, ნონა მამულაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას ფაქტობრივად განაცხადა, რომ თურმე პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტისას, კითხვაზე: "მზად არის თუ არა საქართველო, NATO-ს წევრი გახდეს“ - ჯიბიდან ამოიღო ქაღალდი, სადაც ორ ენაზე ეწერა ერთადერთი სიტყვა: „yes“ და „oui“. ხოლო ფრჩხილებში - (ქართულად ნიშნავს „დიახ“). და წაიკითხა.
რისი თქმა უნდოდა ამით ნონა მამულაშვილს? ეჭვის შეტანა ირაკლი ღარიბაშვილის ლინგვისტურ შესაძლებლობებში? თუ ის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ დაავიწყდა საქართველის პრემიერ-მინისტრს ან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელწოდება ამოუვარდა მეხსიერებიდან? და ამ თემაზე დღეს ანეკდოტებს თხზავს ნაცების საბჭოთა სიმბოლიკის მოყვარული, წёწя ნონა იზ ტბილისი, თავადაც სკდება სიცილით და ფრაქციასაც აჰაჰაჰავებს. უფალო, ვიცით რომ დავაშავეთ - მაგრამ ასე?!“, - წერს დავით ქართველიშვილი.