logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ცუდია, როცა ადამიანი თავის პოპულარიზაციას საკუთარი გაუნათლებლობით, სიგოიმით, უწიგნურობით, ურა-პატრიოტიზმით, სიმდაბლით ეწევა
- +

2 ივლისი. 2021. 18:22

 

 

„ყველაფერი, ყველაფერი და ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრს, საუბარს და მით უმეტეს წაკითხვის გარეშე საუბარს ვერცერთი მოაზროვნე ადამიანი ვერასოდეს დაუწუნებს“, - ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში „მთავარ არხზე“ „ნაცმოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილის მიერ პრემიერ ღარიბაშვილზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, ნონა მამულაშვილმა ტელეკომპანია მთავარზე ირაკლი ღარიბაშვილზე ისეთი სიბეცე თქვა, რომელსაც სავარაუდოდ ვანო ჯავახიშვილიც კი დაიწუნებდა საკუთარ იუმორისტულ შოუში.

 

„ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის პოპულარიზაციას ეწევა საკუთარი გაუნათლებლობით, სიგოიმით, უწიგნურობით, ურა-პატრიოტიზმით, სიმდაბლით და ა.შ.

 

მაგრამ ამ ყველაფერზე ბევრად მძიმეა, როდესაც ზედა აბზაცით შეფასებულ ადამიანს ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ხელფასს, მივლინებას და ამავე დროს, მთელი ცხოვრება უნდა ვუხადოთ პენსია.

 

ძალიან მძიმე და კომიკურიცაა, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ, შენი ქვეყანა უნდა წარმოადგინოს ისეთმა ადამიანმა როგორიცაა - ნონა მამულაშვილი.

 

ტელეკომპანია მთავარზე ირაკლი ღარიბაშვილზე ისეთი სიბეცე მოყვა, რომელსაც სავარაუდოდ ვანო ჯავახიშვილიც კი დაიწუნებდა საკუთარ იუმორისტულ შოუში.

 

ყველაფერი , ყველაფერი და ჩემი ქვეყნის პრემიერ მინისტრს, საუბარს და მითუმეტეს წაკითხვის გარეშე საუბარს ვერცერთი მოაზროვნე ადამიანი ვერასოდეს დაუწუნებს.

 

შეგნებულად ვახსენე სიტყვა „მოაზროვნე“, რადგანაც ნონა მამულაშვილი სწორედაც წარმოადგენს იმ გამონაკლისებს, რომელთაც აზროვნების უნარი არ/ვერ გააჩნიათ.

 

პს: სანამ ქალბატონი ნონა ვინმეს შეაფასებს და მითუმეტეს ვინმეს მიმართ ცინიზმს გამოხატავს, იქნებ - ჯერ ის ისწავლოს, რომ კახურ უგემრიელეს კერძს ჰქვია მწვადი და არა შაშლიკი“, - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner