logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა სავალდებულო არ იქნება
- +

2 ივლისი. 2021. 18:27

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა სავალდებულო არ იქნება.

 

მისი განმარტებით, საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს და იმუნიზაციის პროცესში ჩაერთოს, რადგან აცრის გარეშე კოვიდ პანდემია არ დასრულდება. გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში დასაქმებულთა 61% აცრილია და სასურველია, რომ ეს იყოს მაგალითი სხვებისთვის.

 

„სავალდებულოება კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ამ დროს ტყუილად არ იყო საუბარი სამოქალაქო პასუხისმგბელობაზე, რომელიც ხანდახან ქაღალდზე დაწერილ სავალდებულოებაზე მაღალია. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ყველამ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებელობა გამოვიჩინოთ. აცრა იცავს დაავადების განვითარებისგან, დაავადების დამძიმებისგან და რაც მთავარია, ფატალური გამოსავლისგან. მე ტყუილად არ მოგახსენეთ უსაფრთხო სკოლები, რომ მასწავლებლებს მოვუწოდოთ, კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან, იმიტომ, რომ ისინი კონტაქტირებენ ჩვენს მომავალ თაობებთან. ასევე, სასურველია, რომ გვქონდეს უსაფრთხო უნივერსიტეტები, გვქონდეს უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულებები. მაგალითად, ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს აცრილია მომუშავეების 61%. მალე, ალბათ, ერთი თვის შემდეგ გეტყვით, რომ აცრილია 80% და ეს იქნება ყველასთვის მაგალითი, მინდა, რომ ავიდეთ 100%-ზე, რა თქმა უნდა, თუ რამე განსაკუთრებული წინააღმდეგ ჩვენება არ იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner